ვაკო გვილია - ძალიან მიკვირს, რომ ბელარუსში ჩემპიონატი გრძელდება
ვაკო გვილია - ძალიან მიკვირს, რომ ბელარუსში ჩემპიონატი გრძელდება

საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის „ლეგიას“ ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ, შვეიცარიულ გამოცემა „ლუცერნ ცაიტუნგთან“ ინტერვიუში ბელარუსში მიმდინარე ჩემპიონატზე ილაპარაკა.

შვეიცარიულმა გამოცემა ქართველით იმიტომ დაინტერესდა, რომ ის „ლუცერნის“ ყოფილ მოთამაშეა, ადრე კი ბელარუსის ორ გუნდში – „მინსკსა“ და ბორისოვოსბატეში“ თამაშობდა.

ბელარუსში სეზონს, თამაშს და ვარჯიშს აგრძელებენ. ეს ამბავი ცოტა მიკვირს. იმედი მაქვს, რომ კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ბევრი არ იქნება, რადგან წესებს ემორჩილებიან. მაგრამ ყველას სურს, რომ ჩემპიონატი დასრულდეს. ბელარუსში მეგობრები მყავს. პანიკა არ არის. თუმცა სტადიონები თითქმის ცარიელია და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დადის“ – ამბობს 25 წლის ქართველი ფეხბურთელი.

ვაკო გვილიამ პოლონეთში არსებულ ვითარებაზეც ილაპარაკა: „აქ კომენდანტის საათია და წესები ყოველდღე მკაცრდება. მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქებია გახსნილი, ბენზინგასამართი სადგურებიც კი დაიხურა. პანიკა არაა. ვარშავაში ყველაფერი წყნარადაა. მაგრამ არსებული შეზღუდვების გამო სახლში ვარ და გუნდის მოცემული ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობ. ფეხბურთი ძალიან მენატრება. ვარჯიშის და თამაშის გარეშე ძალიან რთულია. ბიჭებსაც ვერ ვხდები და ეს ვითარებას უფრო ამძიმებს. ყველა იმ დროს ველოდებით, როდესაც სეზონი გაგრძელდება.“