ვახტანგ სალიამ „ნიუკასლში“ მოედანზე დაბრუნება გოლით აღნიშნა #1TVSPORT

23:15, 03.03.2026

ვახტანგ სალია ტრავმის გამო გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, „ნიუკასლის“ 21-წლამდელთა გუნდში ითამაშა და გოლი გაიტანა, – ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ნიუკასლის“ ახალგაზრდულმა გუნდმა ამხანაგურ მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

„პერსპექტიული თავდამსხმელი, რომელიც „ნიუკასლს“ 2025 წლის აგვისტოში შეუერთდა (როდესაც 18 წლის გახდა), ბარძაყის კუნთის ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ გამოჩნდა მოედანზე.

სალიამ გოლის გატანა 34-ე წუთზე შეძლო. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა, რომელმაც საწყისი 45 წუთი ითამაშა, პირველივე შეხებით გაიტანა“, – წერს „ნიუკასლის“ ოფიციალური გვერდი.

„ნიუკასლ იუნაიტედის“ 21-წლამდელთა გუნდი ასაკობრივი პრემიერლიგის სეზონს ორშაბათს, 9 მარტს „ლესტერ სიტისთან“ გასვლითი მატჩით განაახლებს.

მსგავსი