ვახტანგ სალიამ „ნიუკასლის“ 21-წლამდელთა გუნდში „ტოტენჰემს“ გაუტანა #1TVSPORT

00:12, 25.08.2026

ვახტანგ სალიამ ისევ გაიტანა „ნიუკასლის“ 21-წლამდელთა გუნდში, მაგრამ მისი გუნდი ახალგაზრდული პრემიერლიგის პირველ ტურში „ტოტენჰემთან“ 1:3 დამარცხდა.

საქართველოს ახალაგზრდული ნაკრების თავდამსხმელმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 68 წუთი ითამაშა, მე-8 წუთზე კი ანგარიში გახსნა. მაგრამ „ტოტენჰემმა“ პირველ ტაიმში ანგარიში გაათანაბრა, მეორე ნახევარში კიდევ ორი გოლი გაიტანა და საბოლოოდ 3:1 გაიმარჯვა.

ეს ვახტანგ სალიას ზედიზედ მეორე გოლია ინგლისში – 18 წლის ქართველმა თავდამსხმელმა რამდენიმე დღის წინ თავი ეროვნული ლიგის თასზე „ტამვორტთან“ გამოიჩინა.

მსგავსი