ვახტანგ სალიამ ინგლისის თასზე „იორკს“ გაუტანა #1TVSPORT

01:45, 16.09.2026

ვახტანგ სალიამ ინგლისში კიდევ ერთი გოლი გაიტანა და „ნიუკასლის“ 21-წლამდელთა გუნდს EFL Trophy-ს გათამაშებაში „იორკის“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:1.

EFL Trophy ინგლისში რანგით მესამე სათასო შეჯიბრებაა, რომელშიც, ინგლისის ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის 48 კლუბთან ერთად, პრემიერლიგისა და ჩემპიონშიფის 16 კლუბის 21-წლამდელთა გუნდები მონაწილეობს.

19 წლის ქართველი თავდამსხმელი „ნიუკასლ იუნაიტედის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა, 44-ე წუთზე კი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

სალიამ „ნიუკასლის“ ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში სამი გოლი გაიტანა.

მსგავსი