ვახტანგ მეგრელიშვილი - პარტიიდან წასვლას არ ვაპირებ, შეიძლება, ვიფიქროთ „გირჩი 2“-ის გაკეთებაზე, მილიონ რამეზე, ოღონდ ეს არის საუბრის თემა
ვახტანგ მეგრელიშვილი - პარტიიდან წასვლას არ ვაპირებ, შეიძლება, ვიფიქროთ „გირჩი 2“-ის გაკეთებაზე, მილიონ რამეზე, ოღონდ ეს არის საუბრის თემა

„გირჩის“ წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს პარტიის დატოვებას.

„რა სისულელეა“, – განაცხადა მან „რუსთავი 2“-ს ეთერში შესაბამისი კითხვის პასუხად.

მეგრელიშვილი ამბობს, რომ დასხდებიან და გამართავენ მსჯელობას ამ საკითხზე.

„შეიძლება, ეს კონფლიქტი გამოვიყენოთ პოზიტიურად იმ თვალსაზრისით, რომ დაშლაც კი ცივილური იყოს. შეიძლება, ვიფიქროთ ფრაქციებზე ერთი პლატფორმის შიგნით, „გირჩი 2“-ის გაკეთებაზე და ა.შ.

მილიონი რამე შეიძლება ვიფიქროთ, ოღონდ ეს არის საუბრის თემა, ეს არ არის სტუდიაში საუბრის თემა“, – აცხადებს მეგრელიშვილი.

მისი თქმით, რაც მოხდა პარტია „გირჩში“, არის მასსა და ზურაბ ჯაფარიძეს შორის პრობლემის შედეგი.