ვახტანგ მეგრელიშვილი - ნიკა მელია ახლა თუ აცხადებს, რომ პრობლემა არაა, ეს ნიშნავს გირაოზე ნაწილობრივ თანხმობას და ევროკავშირს თავისუფლად შეუძლია, გადმორიცხოს თანხა
ვახტანგ მეგრელიშვილი - ნიკა მელია ახლა თუ აცხადებს, რომ პრობლემა არაა, ეს ნიშნავს გირაოზე ნაწილობრივ თანხმობას და ევროკავშირს თავისუფლად შეუძლია, გადმორიცხოს თანხა

ნიკა მელია ახლა თუ აცხადებს, რომ პრობლემა არაა, ეს ნიშნავს გირაოზე ნაწილობრივ თანხმობას და ევროკავშირს თავისუფლად შეუძლია, გადმორიცხოს თანხა, – აცხადებს თემის კომენტირებისას ოპოზიციონერი დეპუტატი, „გირჩის“ წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი.

მეგრელიშვილის თქმით, ევროკავშირის ჩართვამდე ნიკა მელია სასტიკად წინააღმდეგი იყო, მისი გირაო ვინმეს გადაეხადა, ახლა კი წინააღმდეგობაში მოდის ამ განცხადებებთან.

„ვფიქრობ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ნიკა მელიამ თავად უნდა გააკეთონ დეტალური ახსნა იმის, თუ რატომ იქცევიან, როგორც იქცევიან. მაშინ, როდესაც ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის ნორმალიზაცია და ამაში მნიშვნელოვანი როლი ნიკამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ითამაშონ.

არ ვიცი, როგორ წერია რაღაც სადღაც, რომელიღაც კანონში. მე ვიცი, რომ ნიკა მელია იყო წინააღმდეგი პოლიტიკურად და თუ ის ახლა აცხადებს, რომ პრობლემა არ ყოფილა, ეს ნიშნავს რაღაც ნაწილობრივ თანხმობას, შესაბამისად, ევროკავშირს თავისუფლად შეუძლია, განახორციელოს თანხის გადმორიცხვა, რაც საკმარისი იქნება, რომ მელია თავისუფლებაზე აღმოჩნდეს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.