ვახტანგ მახარობლიშვილმა და დავით ბაქრაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ვახტანგ მახარობლიშვილმა და დავით ბაქრაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ადამიანებს შორის კავშირების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე. აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, განათლებისა და კულტურის საკითხებში, მარი როისი.

„მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა განათლების, კულტურის და სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში. მხარეებმა ასევე იმსჯელეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის გზებზე“, – ნათქვამია საელჩოს მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.