ვახტანგ მახარობლიშვილი - საქართველოს პრემიერი შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებთან, რაც მათი მხრიდან ასოცირებული პარტნიორობის მნიშვნელოვანი აღიარებაა
ვახტანგ მახარობლიშვილი - საქართველოს პრემიერი შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებთან, რაც მათი მხრიდან ასოცირებული პარტნიორობის მნიშვნელოვანი აღიარებაა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან; ორ კვირაში არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, შესაბამისად, აღნიშნული ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმისთვის, რომ ასოცირებულმა პარტნიორებმა თავისი პრიორიტეტები გააცნონ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

ელჩის თქმით, საუბარი იქნება ერთი მხრივ, როგორც სამიტის პოლიტიკური დეკლარაციის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე იმ პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე, რომლებიც სამი ქვეყნისთვის ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით მნიშვნელოვანია.

„თვითონ ის ფაქტი, რომ ასოცირებულ პარტნიორებს ხვდება ევროკავშირის სამივე პრეზიდენტი – ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის, მნიშვნელოვანი აღიარებაა ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან ასოცირებული პარტნიორობისა და მათი ამბიციებისა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების და ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების კონტექსტში“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

დატოვე კომენტარი