ვახტანგ ბედოშვილი – საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში დებიუტით ძალიან ბედნიერი ვარ #1TVSPORT
საგარეჯოს „გარეჯის“ თავდამსხმელმა, ვახტანგ ბედოშვილმა კომენტარი გააკეთა რუმინეთთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაზე (0:1), რომელიც მისთვის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში სადებიუტო იყო. ახალგაზრდა ფორვარდმა ასევე ისაუბრა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაზე.
„ნაკრებში დებიუტი მქონდა და ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის საშუალება მომეცა. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, თუმცა, სამწუხაროდ, დავმარცხდით.
იმედი მაქვს, პოლონეთთან პირველ შეხვედრამდე შეცდომებს გამოვასწორებთ“, – განაცხადა ვახტანგ ბედოშვილმა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები სლოვაკეთში 8 ივნისს გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას მასპინძელ ქვეყანაში განაგრძობს.
ევრო 2025-ზე ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას 11 ივნისს ჟილინაში პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.