ვაისმა შემადგენლობა დაასახელა - კვირკველია და ზივზივაძე გაფართოებულ სიაში, ლობჟანიძე ტრავმირებულია
ვაისმა შემადგენლობა დაასახელა - კვირკველია და ზივზივაძე გაფართოებულ სიაში, ლობჟანიძე ტრავმირებულია
ვლადიმირ ვაისმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდის შეკრებაზე მიიწვია.
გუნდი ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას შვეიცარიასთან 15 ნოემბერს სენტ-გალენში გამართავს, ხოლო 19 ნოემბერს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიასთან ამხანაგურად ქალაქ პულაში ითამაშებს.

უახლოესი ორი მატჩისთვის ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზანი, რუსეთი);
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), გუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი).
უახლოესი ორი მატჩისთვის, ცნობილია კიდევ ექვსი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.
საბა კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ლუკა ზარანდია (ზულტე-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ლევან კუტალია ( დინამო თბილისი).
წინა სანაკრებო მატჩებისგან განსხვავებით, ტრავმების გამო ეროვნულ ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი, საბა ლობჟანიძე და ლაშა დვალი ვერ დაეხმარებიან. ვაისმა მხოლოდ გაფართოებულ შემადგენლობაში დაასახელა საბა კვირკველია, რომელის მოსკოვის „ლოკომოტივში“ არ თამაშობს. სამაგიეროდ, გუნდში დააბრუნა საბერძნეთის სუპერლიგაში გადასული ბაჩანა არაბული, რომელმაც „პანიონისში“ ადგილი დაიმკვიდრა. კვლავ არ არის სიაში ბუდუ ზივზივაძე – არადა, 25 წლის თავდამსხმელი უნგრულ „მეზოკოვეშდში“ საუკეთესო სეზონს ატარებს.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, „ჯვაროსნები“ წლის ბოლო სანაკრებო მატჩებისთვის მზადებას 11 ნოემბერს დაიწყებენ. 13 ნოემბრის ჩათვლით, საწვრთნელი პროცესი შვეიცარია-საქართველოს მატჩის მასპინძელი ქალაქის, სენტ-გალენის სიახლოვეს, გერმანიის ქალაქ ბად ვურისოფენში შედგება.
მატჩების განრიგი
15 ნოემბერი
შვეიცარია – საქართველო 23:45 (თბილისის დროით)19 ნოემბერი
ხორვატია – საქართველო 21:00 (თბილისის დროით)

საქართველოს პირველი არხი ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს შემოგთავაზებთ.