ვაისმა საქართველოს ნაკრები შეკრიბა - ჯვაროსნებმა ირლანდიისთვის მზადება არასრული შემადგენლობით დაიწყეს
ვაისმა საქართველოს ნაკრები შეკრიბა - ჯვაროსნებმა ირლანდიისთვის მზადება არასრული შემადგენლობით დაიწყეს

ევრო2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიასთან მატჩებისთვის საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მზადება დაიწყო.

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით 14-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი);

თავდამსხმელი: გუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).

საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ლეგიონერები, რომლებსაც საკლუბო მატჩები 6 ოქტომბერს ჰქონდათ, გუნდს 8 ოქტომბრის ვარჯიშზე შეუერთდებიან. ამერიკის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ლეგიონერები ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია მზადებას 9 ოქტომბრიდან შეუდგებიან.

გასულ კვირას დასახელებულ შემადგენლობას საკლუბო შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო ვახტანგ ჭანტურიშვილი გამოაკლდა. ირლანდიასთან და გიბრალტართან დაგეგმილი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში სულ 23 ფეხბურთელია გამოძახებული.

ამჟამად შეკრებაზე შემდეგ ფეხბურთელებს ელიან: საბა კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია).

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

12 ოქტომბერი

საქართველო – ირლანდია 17:00

15 ოქტომბერი

გიბრალტარი – საქართველო 22:45