ვაისმა რუსებთან პოლიტიკაზე არ ისაუბრა - ასეთ კითხვებზე არ გიპასუხებთ
ვაისმა რუსებთან პოლიტიკაზე არ ისაუბრა - ასეთ კითხვებზე არ გიპასუხებთ

ვლადიმირ ვაისმა კომენტარი არ გააკეთა პოლიტიკურ თემაზე, რომელზეც კითხვა „რია ნოვოსტის“ ჟურნალისტმა, გრიგორი სისოევმა დაუსვა.

11 ოქტობერს ერთა ლიგის C2 დივიზიონის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სომხეთს ესტუმრება. ჟურნალისტი, როგორც მისი წერილიდან ჩანს, დაინტერესდა, რამდენად გამართლებული იქნებოდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის პირობებში ერევანში შეხვედრის გამართვა, მაგრამ მერე ეს ყველაფერი საზოგადოებას ისეთი სახით მიაწოდა, თითქოს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ფეხბურთზე ეკითხებოდა. თუმცა, ვაისის პასუხიდან ყველაფერი გასაგები გახდა.

„საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა უარი თქვა ერთა ლიგის ფარგლებში სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე და თქვა, რომ ის მხოლოდ ბელორუსის ნაკრების წინააღმდეგ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო თამაშზე ფიქრობს. სომხეთის ნაკრებმა 11 ოქტომბერს ერევანში „რესპუბლიკურ“ სტადიონზე ერთა ლიგის C ლიგის მეორე ჯგუფის მატჩში უნდა მიიღოს საქართველოს გუნდი. სამი დღით ადრე, საქართველოს ეროვნული გუნდი თბილისში ბელორუსის გუნდთან ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის კვალიფიკაციის ნახევარფინალში“, – წერს „რია ნოვოსტის“ ჟურნალისტი, გრიგორი სისოევი.

„რატომ კითხულობთ სომხეთზე? ჩვენ მთელი ძალა და მთელი ყურადღება, უპირველესად, ბელორუსთან თამაშზე გვაქვს გადატანილი და მხოლოდ ამის შემდეგ – ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებზე. რაც შეეხება პოლიტიკას და არეულ ვითარებას … ასეთ კითხვებზე არ გიპასუხებთ“, – განუცხადა ვაისმა „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტს.

დატოვე კომენტარი