ვაისმა ნაკრებში ხარაიშვილი გამოიძახა
ვაისმა ნაკრებში ხარაიშვილი გამოიძახა

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში გიორგი ხარაიშვილიც მიიწვია. 22 წლის ნახევარმცველის დამატებაც ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბოლო მომენტში გადაწყვიტა.

ივნისში დაგეგმiლი სანაკრებო მატჩებისთის სლოვაკმა სპეციალისტმა შემადგენლობა გუშინ გამოაქვეყნა. დასახელებულ ფეხბურთელებში შვედური „გიოტებორგის“ ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი არ იყო. ვლადიმერ ვაისმა 21 წლის ფეხბურთელი ეროვნულ გუნდში მეორედ გამოიძახა. ახალგაზრდა მოთამაშე გასულს წელს დუბაიში გამართულ შეკრებაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ შვედეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ხარაიშვილმა “გეტებორგის” ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა და ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი