ვაისმა ფეხბურთელები შეკრიბა - „ჯვაროსნებმა“ მზადება დაიწყეს
ვაისმა ფეხბურთელები შეკრიბა - „ჯვაროსნებმა“ მზადება დაიწყეს

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ს.კ. „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე შეკრიბა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

შვეიცარიასა და ირლანდიასთან დაგეგმილი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში სულ 25 ფეხბურთელია გამოძახებული. სფფ-ის ცნობით, დღეს „ჯვაროსნები“ არასრული შემადგენლობით შეიკრიბნენ – შეკრებაში 13 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სრული შემადგენლობით გუნდი 19 მარტს ივარჯიშებს.

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), თორნიკე ოქრიაშვილი.

საერთო ჯგუფში არ იყვნენ მხოლოდ გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია) და ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი) – ორივე მათგანი სატრენაჟორო დარბაზში ინდივიდუალურად დატვირთეს.

საქართველოსა და შვეიცარიას შორის ევრო2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი 23 მარტს, 18:00 საათზე გაიმართება. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ჩატარდება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.