ვაისის კაცნაკლულმა „სლოვანმა“ წააგო, მაგრამ კაშია და კანკავა კონფერენს ლიგის ჯგუფში ითამაშებენ #1TVSPORT
ვაისის კაცნაკლულმა „სლოვანმა“ წააგო, მაგრამ კაშია და კანკავა კონფერენს ლიგის ჯგუფში ითამაშებენ #1TVSPORT

გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას ბრატისლავასსლოვანმა“ ევროპის ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.

სლოვანმა“ პირველი მატჩი პირეოსში 0:3 წააგო და ევროპის ლიგის ჯგუფში გასვლის მხოლოდ თეორიულ შანსებს ინარჩუნებდა. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი კაშია და კაპიტანი კანკავა სლოვაკეთის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს.

მატჩზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია 26-ე წუთზე მომხდარმა ფაქტმა, როდესაც სლოვაკეთის ჩემპიონის მოთამაშე ვერნონი მოედნიდან გააძევეს. „ოლიმპიაკოსმა“ რიცხობრივი უპირატესობა მალე ტაბლოზეც ასახა. ეს იუსუფ ელ-არაბიმ მაოხერხა – 0:1. სლოვაკები არ დანებდნენ და ანგარიში 41-ე წუთზე ჰენტის გოლით გაათანაბრეს- 1:1. „ოლიმპიაკოსმა“ 54 -ე წუთზე კვლავ მოიპოვა უპირატესობა, როდესაც მასპინძლებს მეორედ ონიკურუმ გაუტანა- 1:2. სლავებმა კვლავ გაათანაბრეს ანგარიში 62-ე წუთზე, როდესაც გრინმა გაიტანა.

საბოლოოდ, მატჩი 2:2 დასრულდა და „სლოვანმა“ საბერძნეთის ჩემპიონთან ორი მატჩის ჯამში 2:5 წააგო, მაგრამ ვლადიმირ ვაისის გუნდი და კაშია-კანკავა გამოსვლას საკონფერენციო ლიგის ჯგუფში გააგრძელებენ, რომლის წილისყრაც პარასკევს გაიმართება.