„ვაიმარი პლუსის“ ჯგუფი ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს - ვუერთდებით უკრაინას და მოვითხოვთ ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო შეწყვეტას 30 დღით
„ვაიმარი პლუსის“ ჯგუფი ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს - ვუერთდებით უკრაინას და მოვითხოვთ ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო შეწყვეტას 30 დღით

ლონდონში უკრაინის საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ „ვაიმარი პლუსის“ ჯგუფის წარმომადგენლები, რომელშიც დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შედიან, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„მივესალმებით აშშ-ის ხელმძღვანელობით სამშვიდობო ძალისხმევას და ამ კვირაში შემდგომი მოლაპარაკებების პერსპექტივას. რუსეთმა ამ დრომდე არ გამოავლინა სერიოზული განზრახვა პროგრესის მისაღწევად. მან ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს. ჩვენ ვუერთდებით უკრაინას და მოვითხოვთ ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო შეწყვეტას 30 დღით, რათა შეიქმნას სივრცე სამართლიანი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის“, – ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.

დიპლომატები ასევე შეთანხმდნენ, განაგრძონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა, შეისწავლონ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებისთვის შესაძლებლობები და იმუშაონ ქვეყნის რეკონსტრუქციაზე.