ვაგნერ გონსალვეშის მეხუთე ქართული ტრანსფერი - ბრაზილიელი „დინამო თბილისში“ ვარჯიშობს #1TVSPORT
ვაგნერ გონსალვეშის მეხუთე ქართული ტრანსფერი - ბრაზილიელი „დინამო თბილისში“ ვარჯიშობს #1TVSPORT

შესაძლოა, „დინამო თბილისმა“ ახალი სეზონისთვის ვაგნერ გონსალვეში დაიმატოს. „ლელოს“ ინფორმაციით, ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ბრაზილიელი თავდამსხმელი თბილისურ კლუბში ვარჯიშობს.

საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე 26 წლის ბრაზილიელმა საკლუბო კარიერა 2014 წელს ფრანგულ „ბასტია B“-ში დაიწყო, ამის შემდეგ კი საქართველოში ჩამოვიდა. 2016 წელს „საბურთალოში“ ჩაირიცხა და ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს, მაგრამ ეროვნულ ლიგაში გაჩერება არ სურდა და როგორც კი ევროპაში ვარიანტი გამოუჩნდებოდა, მიდიოდა.

ის ოთხჯერ ჩამოვიდა საქართველოში, ორჯერ „საბურთალოში“ – ამ გუნდში მას „დინამოს“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი წვრთნიდა, რომელიც ვაგნერის შესაძლებლობებს კარგად იცნობს და ენდობა.

ვაგნერი 2020 წლის იანვარში ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, ხოლო 2021 წლის მარტში – გორის „დილაში“, რომელიც 2022 წელს დატოვა და ჩრდილოეთ მაკედონიურ „შკენდიაში“ ჩაირიცხა. მანამდე კი ბელგიასა და უკრაინაში ითამაშა – „სერკლ ბრიუგეში“, „დნიპროში“ და „კრივბასში“.

2018 წელს „საბურთალოს“ დაეხმარა კლუბს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში, ხოლო 2020 წელს ბათუმის „დინამოში“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.