ვაგნერ გონსალვეში ტრავმირებულია – საბურთალოში ლეგიონერს ელიან

19:00, 08.03.2019

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 ტურში საბურთალო რუსთავს უმასპინძლებს – შეხვედრა კვირას, 10 მარტს, მიხეილ მესხზე გაიმართება.

ამ შეხვერაში გუნდს ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი, ვაგნერ გონსალვეში ვერ დაეხმარება – ბრაზილიელი ტრავმირებულია. დროებით მთავარ გუნდს ლუკა ლაკვეხელიანი და გიორგი კოხრეიძეც ვერ ეხმარებიან.

სამაგიეროდ, საბურთალოში კიდევ ერთ ლეგიონერს ელოდებიან – ეს სიახლე კლუბში პირველ არხს დაუდასტურეს, მაგრამ მისი ვინაობა არ დაუკონკრეტებიათ.

მსგავსი