ვაგნერ გონსალვეში „დინამოს“ ღირსებას დაიცავს - ბრაზილიელი თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა #1TVSPORT
ვაგნერ გონსალვეში „დინამოს“ ღირსებას დაიცავს - ბრაზილიელი თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ვაგნერ გონსალვეში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა – ბრაზილიელი შემტევთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაფორმდა.

ბრაზილიელი სხვადასხვა დროს იცავდა „საბურთალოს“, „დინამო ბათუმისა“ და გორის „დილას“ ღირსებას, ბოლოს კი ჩრდილოეთ მაკედონიურ გუნდში, „შკენდიაში“ თამაშობდა. მისი ბოლო ქართული კლუბი კი გორის დილაა, სადაც მან 2022 წლის სეზონის პირველი ნახევარი გაატარა. ბრაზილიელმა ამ პერიოდის განმავლობაში რვა გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ვაგნერ გონსალვეში „საბურთალოსთან“ ერთად 2018-19 წლებში ეროვნული ლიგის ჩემპიონი, საქართველოს თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა.

გონსალვეშის საკლუბო კარიერა

2014-16 – ბასტია B – 30 მატჩი | 8 გოლი
2016-19 – საბურთალო – 70 მატჩი | 18 გოლი | 24 საგოლე გადაცემა
2020 – დინამო ბათუმი – 16 მატჩი | 1 გოლი | 5 საგოლე გადაცემა
2021 – დნიპრო-1 – 4 მატჩი | 1 გოლი
2021 – კრივბასი – 9 მატჩი | 2 გოლი
2022 – დილა გორი – 17 მატჩი | 8 გოლი | 1 საგოლე გადაცემა
2022 – შკენდია – 14 მატჩი | 1 საგოლე გადაცემა