ვაფასებ ყველაფერს, რასაც ჩემთვის აკეთებდით - გიორგი გულიაშვილმა „საბურთალოს“ მადლობა გადაუხადა #1TVSPORT
ბოსნიურ „სარაევოსთან“ გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ გიორგი გულიაშვილმა სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა თავის ყოფილ კლუბს, „საბურთალოს“ – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი თბილისური კლუბის აღზრდილია და პროფესიულ ფეხბურთში პირველი ნაბიჯებიც „საბურთალოს“ ფორმით გადადგა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ – მათ, ვინც ამ კლუბის განვითარებაში იღებს მონაწილეობას, პირველ რიგში, ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს და, საერთოდ, მთლიან სტაფს. თქვენთან ერთად გატარებული წლები ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ნაყოფიერი იყო და ვაფასებ ყველაფერს, რასაც ჩემთვის აკეთებდით. რა თქმა უნდა, თქვენს გულშემატკივრად ვრჩები და ყოველთვის თქვენთან ერთად გავიზიარებ თქვენს მიღწევებს. მინდა, გისურვოთ წარმატებები და იმ მიზნების შესრულება, რაც ჩაფიქრებული გაქვთ“, – წერს გიორგი გულიაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
21 წლის თავდამსხმელი „საბურთალოში“ 2018–2023 წლებში თამაშობდა და მისი ფორმით ჩატარებული 79 მატჩში 11 გოლი გაიტანა. გიორგი არის ეროვნული ლიგის ჩემპიონი (2018), საქართველოს თასის (2019, 2021) და სუპერთასი (2020) გამარჯვებული.
გულიაშვილს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ამჯერად არის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წვერი (14 მატჩი, 6 გოლი).