ვაელდერმა ფიურისთან მარცხის უცნაური მიზეზი დაასახელა (ვიდეო)
ვაელდერმა ფიურისთან მარცხის უცნაური მიზეზი დაასახელა (ვიდეო)

დეონტე ვაელდერმა მედიასთან კარიერის პირველი მარცხის მიზეზებზე ისაუბრა. ამერიკელი მოკრივეს თქმით ტაისონ ფიურისთან წაგებული ბრძოლის მთავარი მიზეზი მისი კოსტიუმი იყო, რომელიც დეონტეს რინგზე გასვლის წინ ეცვა.

„ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც საჭირო იყო. მიუხედავად ამისა, თავის მართლებას არ ვაპირებ და მარცხს მთელი პასუხისმგებლობით ვიღებ. ბრძოლის დაწყებიდანვე ფეხები არ მემორჩილებოდა. ეს კი კოსტიუმის ბრალი იყო, რომელიც ძალიან მძიმე იყო. დაახლოებით 19 კგ იწონიდა. მე ის დაახლოებით 20 წუთის მანძილზე მეცვა, რამაც რა თქმა უნდა ჩემზე ცუდად იმოქმედა“, – განაცხადა ვაელდერმა.

გავრცელებული ინფორმაციით დეონტე ვაელდერი მწვრთნელის შეცვლასაც გეგმავს.