ვაელდერისა და ფიურის მესამე ბრძოლა დიდი ალბათობით მიმდინარე წლის ივლისში შედგება
ვაელდერისა და ფიურის მესამე ბრძოლა დიდი ალბათობით მიმდინარე წლის ივლისში შედგება

ტაისონ ფიურიმ დეონტე ვაელდერი განმეორებით ბრძოლაში დამაჯერებლად, მეშვიდე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მძიმე წონით კატეგორიაში ერთადერთი მოკრივე გახდა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული ყველა ვერსიით მოიპოვა.

როგორც ჩანს კრივის მოყვარულები ფიურისა და ვაელდერის მესამე ბრძოლასაც იხილავენ, თანაც ძალიან მალე, მიმდინარე წლის ივლისში.

ინფორმაციას ამის შესახებ WBC-ს ერთ-ერთმა პრომოუტერი, ბობ არუმი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ბრძოლის ზუსტი თარიღი რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილია.