ვაელდერისა და ფიურის განმეორებითი ბრძოლა 2020 წლის 22 თებერვალს გაიმართება
ვაელდერისა და ფიურის განმეორებითი ბრძოლა 2020 წლის 22 თებერვალს გაიმართება

ცნობილი გახდა დღე, თუ როდის გაიმართება დეონტე ვაელდერისა და ტაისონ ფიურის განმეორებითი დაპირისპირება. მძიმეწონოსნები საუკეთესოს ვინაობას 2020 წლის 22 თებერვალს ლას ვეგასის „ემ ჯი ემ გრანდში“ (MGM Grand) გაარკვევენ. ამ ინფორმაციას „ესპნ-ის” (ESPN) ჟურნალისტი დენ რაფაელი ავრცელებს. ვაელდერმა რამდენიმე დღის წინ ლუის ორტიზი ნოკაუტით დაამარცხა და კარიერაში 41-ე გამარჯვება იზეიმა.

რაც შეეხება ტაისონ ფიურის, ინგლისელმა შვედ მოკრივეს ოტო ვალინს სძლია. 31 წლის ფიურის სპორტულ კარიერაში 29 ბრძოლა აქვს მოგებული. მარცხი კი მანჩესტერელს ვაელდერის მსგავსად, არ განუცდია.

ფიური და ვაელდერი ერთმანეთს 2018 წლის დეკემბერში დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დეონტემ ფიური ორჯერ გაგზავნა ნოკდაუნში, ორთაბრძოლა ფრედ დასრულდა და ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ნოკდაუნებმა იხსნა ვაელდერი მარცხისგან.