ვაელდერისა და ფიურის დაპირისპირებამდე ბუკმეიკერულმა კომპანიებმა ფავორიტად ფიური დაასახელეს
ვაელდერისა და ფიურის დაპირისპირებამდე ბუკმეიკერულმა კომპანიებმა ფავორიტად ფიური დაასახელეს

რამდენიმე დღის წინ დეონტე ვაელდერმა ჩემპიონის ქამარი კარიერის მანძილზე მეათედ დაიცვა. ამერიკელმა ლუის ორტიზი კარიერაში მეორედ, ნოკაუტით დაამარცხა. შესაბამისად, გულშემატკივარი ვაელდერისა და ტაისონ ფიურის განმეორებით ბრძოლას აუცილებლად იხილავს.

შეგახსენებთ, რომ პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდა. მოკრივეები რინგზე კიდევ ერთხელ სავარაუდოდ 2020 წლის თებერვალში ავლენ და საბოლოოდ გაარკვევენ თუ ვინ არის საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივე. ბევრისთვის მოულოდნელად ბუკმეიკერული კომპანიები აღნიშნულ ბრძოლაში ფავორიტად ტაისონ ფიურის ასახელებენ.

ფიური -137

ვაელდერი +110

აღნიშნულ კოეფიციენტებს ცნობილი ბრიტანილი ბუკმეიკერული კომპანია „ვილიამჰილი” აქვეყნებს. ამერიკელისა და ბრიტანელის დაპირისპირება 2018 წლის დეკემბერში შედგა. ბევრის აზრით ის ბრძოლა ფიურიმ მოიგო და მსაჯებმა ფრე არასამართლიანად დააფიქსირეს, თუმცა საწინააღმდეგო აზრზე არიან დეონტე ვაელდერის ფანები.