ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის იბრძოლებს
ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის იბრძოლებს

პრაღაში დღეს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირი 19-21 ნოემბრის შუალედში იმართება. ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ტურნირზე ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელ ტალ ფლიკერთან დამარცხდა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

დღეს კიდევ სამი ქართველი ასპარეზობდა: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ, ხოლო ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52კგ) გათამაშებას მეორე წრეში გამოეთიშა.

ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 19:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.