ვაჟა მარგველაშვილი ბულგარელ ივანოვთან დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა #1TVSPORT
ვაჟა მარგველაშვილი ბულგარელ ივანოვთან დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა #1TVSPORT

სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგან ორი მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) მეოთხედფინალში გასასვლელად ბულგარელ დენისლავ ივანოვს შეხვდა და ვაზარით დამარცხდა. ქართველი მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ცოტა ხნით ადრე, კონტინენტის პირველობაზე პირველი დაპირისპირებები მოიგეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (60კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ), ჯაბა პაპინაშვილი კი ფრანგ სედრიკ რევოლთან გაფრთხილებებით დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ლუხუმს უკრაინელ დილშოტ ხალმატოვთან ძალიან გაუჭირდა, ქართველმა ილეთის შესრულება მე-12 წუთზე შეძლო და ნახევარფინალში გასასვლელად ნიდერლანდების წარმომადგენელ ჭკადუას შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ტურნირის პირდაპირი ტრანსლაციები 29,30 აპრილს და პირველ მაისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.