ვაჟა მარგველაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის მერვედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირზე 61 ქვეყნის 406 ძიუდოისტი მონაწილეობს. პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცებში ორ წონით კატეგორიაში – 60 და 66 კგ-ში გათამაშდება.

საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე და ვაჟა მარგველაშვილი შეეცდებიან. ტურნირზე 66 კგ წონით კატეგორიაში პირველი შეხვედრა ჩაატარა ვაჟა მარგველაშვილმა. იგი სხვა ქართველების მსგავსად განთესილი იყო და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო. ვაჟამ პოლონელი პატრიკ ვავრიჩეკი იპონით დაამარცხა და მერვედფინალში იჭიდავებს. მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძოლებენ 60 კგ-ში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი და თემურ ნოზაძეც. მათ ტურნირზე პირველი გამარჯვებები უკვე მოიპოვეს.

დღეს ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი 19:00-ზე გაიმართება.