ვაჟა ფაცაცია საქართველოში დაბრუნდა და „რუსთავში” ითამაშებს #1TVSPORT
ვაჟა ფაცაცია საქართველოში დაბრუნდა და „რუსთავში” ითამაშებს #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „რუსთავში” ვაჟა ფაცაცია ითამაშებს – 26 წლის მცველის ტრანსფერზე ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ფაცაცია გასულ წლამდე ქართულ კლუბებში თამაშობდა – კარიერა „საბურთალოში“ დაიწყო, მერე იყო მარტვილის „მერანი“, ბათუმის „დინამო“ და „თელავი“. გასულ წელს ახალგაზრდა მცველმა პირველად ითამაშა უცხოეთში – სეზონი ლატვიურ „ლიეპაიაში“ დაიწყო, მაგრამ ზაფხულში სომხურ „ალაშკერტში“ გადავიდა.

სომხურ კლუბში ფაცაციამ 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. იყო საქართველოს 19 და 21-წლამდე ნაკრებების წევრი. მისი ძმა, ცოტნე ფაცაციაა, რომელიც ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობს. მანამდე კი ერთად გამოდიოდნენ მარტვილის „მერანსა“ და ბათუმის „დინამოში“.

„რუსთავი“ ახალი სეზონისთვის საკმაოდ გაძლიერდა და არაა გამორიცხული, ეროვნულ ლიგაში დასაბრუნებლად იბრძოლოს – რუსთველებმა დაიმატეს ლევან შოვნაძე, კახაბერ კაკაშვილი, რომან ჩაჩუა, დავით უბილავა, დავით სამურკასოვი, მამია გავაშელიშვილი, ლევან წოწონავა და როინ ოდიშელიძე.