ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური მატჩები გაიმართა

22:35, 15.02.2019

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში დღეს ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს 78-ე ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველი პარტიები გაიმართა. გიგა ყუფარაძემ შავი ფერის ფიგურებით პირველ პარტიაში ლევან ფანცულაია დაამარცხა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლა ლუკა პაიჭაძესა და დავით არუთინიანს შორის კი ყაიმით დასრულდა.

საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის დებულების თანახმად, პირველ სამ ადგილზე გასული მონაწილეები ევროპის ჩემპიონატისთვის დაფინანსდებიან.

მსგავსი