ვაჟ ხელბურთელთა შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი ხვალ გაიმართება
ვაჟ ხელბურთელთა შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი ხვალ გაიმართება

ვაჟ ხელბურთელთა შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი ხვალ ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ჩემპიონობისთვის მებრძოლი “ბათუმის შავი ზღვის ბიჭები” “ქუთაისს” დაუპირისპირდება.
დღეისათვის 12-12 ქულა აქვთ ბათუმის გუნდსა და საქართველოს ჩემპიონს თელავის “იმედს”, მხოლოდ ბათუმელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და თუ ხვალ ბათუმმა მოიგო, მაშინ უდანაკარგოდ ერთპიროვნული ლიდერი გახდება. ქუთაისელთა გამარჯვების შემთხვევაში კი პირველი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილის ლიდერები ბათუმი, თელავი და ქუთაისი იქნებიან.
7 ტური, 22 დეკემბერი
13:00 სამტრედია- წყალტუბო
15:00 ბსბ ბათუმი – ქუთაისი
21 დეკემბერს უმაღლესი ლიგის გათამაშების ორი მატჩი გაიმართა.
წყალტუბო – ბსბ ბათუმი 34-45.
ქუთაისი – სამტრედია 38-18.