ვადიმ პრისტაიკო - პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის
ვადიმ პრისტაიკო - პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის

პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის, – ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვადიმ პრისტაიკომ ლონდონში, ნატო-ს ლიდერების შეხვედრის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ჩვენ ხშირად ვუშვებთ შეცდომას, როდესაც პუტინთან მოლაპარაკებას ვცდილობთ. მას მხოლოდ ძალის ენა ესმის. ამასთან, როდესაც კითხვა ისმის, რას უნდა ებრძოლოს ნატო, რუსეთს თუ ტერორიზმს, პირადად მე, განსხვავებას ვერ ვხედავ“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, რუსეთი კლავს ხალხს უკრაინაში, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღით ემუქრება მთელ ევროპას და ამ გზით მოსკოვი პოლიტიკური მიზნების მიღწევას ცდილობს.

„ეს არის სახელმწიფო დონის ტერორიზმი“, – განაცხადა პრისტაიკომ.