ვადიმ პრისტაიკო - ნატო ემზადება შავი ზღვის პაკეტისთვის
ვადიმ პრისტაიკო - ნატო ემზადება შავი ზღვის პაკეტისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვადიმ პრისტაიკო აცხადებს, რომ ნატო ემზადება შავი ზღვის პაკეტისთვის. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ლონდონში, ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, და რაც თქვენ ნახეთ, ნატო ემზადება შავი ზღვის პაკეტისთვის. მეტი დახმარება უკრაინისთვის, მეტი დახმარება საქართველოსთვის – თუ ისინი შეიმუშავებენ სხვა ფორმულირებით წინადადებებს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ეს არ არის ისეთი ტიპის სრულფასოვანი სამიტი, რომლისთვისაც ფორმულირებების მომზადებაზე მუშაობა მიმდინარეობს ხოლმე.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის პოზიციების კონსოლიდაცია, როდესაც ამ განცხადებაზე იქნება მუშაობა. სამწუხარო იქნება, თუ ნატო ნაკლებ მნიშვნელობას მიანიჭებს ან საეჭვოდ მიიჩნევს, რამდენად საშიშია ვითარება და როგორ უნდა დაგვეხმაროს“, – განაცხადა ვადიმ პრისტაიკომ.