ვაჩიბერაძე დაბრუნდა, ეგოიანმა ნიდერლანდებში გაიტანა, ოგბაიძემ გერმანიაში [ვიდეო] #1TVSPORT
გერმანიის რეგიონალლიგაში შალვა ოგბაიძემ სადებიუტო გოლი გაიტანა „ჰერტა II“- ის შემადგენლობაში, „აილენბურგთან“ მოგებულ (7:1) შეხვედრაში – 21 წლის თავდამსხმელმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
ყაზახეთის პრემიერლიგაში „ატირაუმ“ „ელიმაი“ 2:1 დაამარცხა. „ატირაუს“ შემადგენლობაში სადებიუტო თამაში ჩაატარეს გიორგი გადრანმა და ზაზა ციცქიშვილმა, ხოლო გია ჩადუნელი და გიორგი ნიქაბაძე განაცხადში არ ყოფილან. ციცქიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა და შეუცვლელად ითამაშა.
ნიდერლანდების პირველ დივიზიონში მორიგი გოლი გაიტანა ირაკლი ეგოიანმა და არნემის „ვიტესს“ „მაასტრიხტთან“ მოაგებინა – 1:0. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა. მიმდინარე სეზონში ეგოიანმა ხუთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა მიითვალა.
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ბექა ვაჩიბერაძე, რომელიც ოდესის „ჩორნომორეციდან“ ყაზახეთის პრემიერლიგის „ულიტაუში“ გადავიდა და „ტობოლთან“ წაგებული (0:2) შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლოიბაშ იყო ცოტნე მოსიაშვილი, რომელიც მატჩის მიწურულს, 79-ე წუთზე, შეცვალეს.