უზბეკეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
უზბეკეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

დღეს, 15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი სრეჩკო კატანეცის გაწვრთნილ უზბეკეთის ნაკრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა გამოაცხადა.

წინა მატჩისგან განსხვავებით შემადგენლობაში არ არიან ხვიჩა კვარაცხელია, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ლორია და გიორგი წიტაიშვილი.