უზბეკეთში „ფახთაქორის“ ტრაგიკულად დაღუპულ ფეხბურთელებს გაიხსენებენ
უზბეკეთში „ფახთაქორის“ ტრაგიკულად დაღუპულ ფეხბურთელებს გაიხსენებენ

11 აგვისტოს უზბეკეთში „ფახთაქორის“ იმ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და წარმომადგენლებს გაიხსენებენ, რომლებიც ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.

ტრაგედიიდან ზუსტად 40 წელი გავიდა. შეხვედრა „ფახთაქორის“ სტადიონზე გაიმართება. ერთმანეთს უზბეკეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ვეტერანი ვარსკვლავები შეხვდებიან. მატჩში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან მიწვეულნი არიან ოთარ გაბელია, ალექსანდრე ჩივაძე და ვლადიმერ გუცაევი.

ქართულ დელეგაციაში იქნება ცნობილი სპორტული ჟურნალისტი და ქართული სპორტის ყველაზე ცნობილი ქომაგი – თენგიზ პაჭკორიაც.

ჩვენი დელეგაცია უზბეკეთის დედაქალაქში 9 აგვისტოს გაემგზავრება.