უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა შემდგომშიც არ გამორიცხავს მოსკოვისგან აგრესიას და იტოვებს უფლებას, დაიცვას თავი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა შემდგომშიც არ გამორიცხავს მოსკოვისგან აგრესიას და იტოვებს უფლებას, დაიცვას თავი

უკრაინა შემდგომშიც, ხმელეთსა თუ ზღვაში, არ გამორიცხავს მოსკოვისგან აგრესიის აქტებს და იტოვებს უფლებას, დაიცვას თავი,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა განაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, რუსეთი დაკავებული ხომალდებისა და მისი ეკიპაჟის გათავისუფლებაზე უარს აცხადებს.

ქერჩის სრუტეში შექმნილი ვითარების გამო, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ პარტნიორებთან კონსულტაციები გამართა.

უმაღლესი ევროკომისარი მხარეებს თავშეკავებისა და ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს.