უთამაშებლობისა და პანდემიის შედეგი - ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი დაეცა
უთამაშებლობისა და პანდემიის შედეგი - ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი დაეცა

უთამაშებლობისა და პანდემიის შედეგად, გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი მცირედით, მაგრამ დაეცა, – ბელგიის ჩემპიონატის მოთამაშეთა შეფასება სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტმა“ გაავრცელა.

გიორგი სატრანსფერო ფასი 2018 წლსი დეკემბრიდან 2019 წლის დეკემბრამდე 9 მილიონი ევრო იყო. თუმცა, ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა, უთამაშებლობას კი კორონავირუსის პანდემია დაემატა, რომლსი გამოც მოთამაშეთა ფასები მთელს მსოფლიოში 20 პროცენტით დაეცა და საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ შემტევი ნახევარმცველის შეფასებაც შემცირდა.

2020 წლის მარტში გიორგის შეფასების გრაფაში უკვე 7,5 მილიონი ევრო ეწერა, ხოლო 2020 წლის 8 აპრილს, პანდემიით გამოწვეული მსოფლიო სატრასნფერო „სეილის“ დროს – 6,7 მილიონი ევრო.

ამჯერად, ჩაკვეტაძის შეფასება 700 ათასი ევროთი შემცირდა და 6 მილიონ ევროს გაუტოლდა. ამის მიუხედავად, გიორგი დღემდე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მოთამაშეა. მეორე ადგილზე საბა კვირკველიაა (5,0 მლნ ევრო), ხოლო მესამეზე – ხვიჩა კვარაცხელია (4,5 მლნ ევრო).