უსმანე კამარა „დილაში“ სადებიუტო გოლზე - ეს ფანტასტიკური მოგება იყო [ვიდეო] #1TVSPORT
უსმანე კამარა „დილაში“ სადებიუტო გოლზე - ეს ფანტასტიკური მოგება იყო [ვიდეო] #1TVSPORT

გორის „დილამ“ ეროვნული ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა წყალტუბოს „სამგურალთან“ 2:1 მოიგო. გუნდს 3 ქულა უსმანე კამარას მიერ 79-ე წუთზე გატანილმა გოლმა მოუტანა.

22 წლის გვინეელმა შემტევმა ნახევარმცველმა, რომელიც გორის „დილაში“ ოფიციალურად მარტში ჩაირიცხა, სადებიუტო გოლით გამოწვეული ემოციები არ დამალა.

„ეს ჩემი პირველი გოლი იყო გორის „დილას” შემადგენლობაში და საქართველოს ჩემპიონატში. მოხარული ვარ, რომ ამ გოლით გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე. მადლობა მინდა ვუთხრა გუნდელებს, მწვრთნელებს და გორის „დილას” სტაფს გვერდში დგომისთვის“, – განაცხადა უსმანე კამარამ.

გორელთა ახალგაზრდა ლეგიონერმა მატჩიც შეაფასა:

„გამარჯვებით ძალიან გახარებული ვარ. მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ და ცხრილის სათავეში დავრჩით. ეს უბრალოდ ფანტასტიური შეგრძნება იყო და ასევე უნდა გავაგრძელოთ. წინ კიდევ მრავალი მატჩი გველოდება, რომლებზეც სრულიად ვართ კონცენტრირებულები. ვმუშაობთ ჩვენი თამაშის გაუმჯობესებაზე, რათა სასურველ მიზანს მივაღწიოთ“.

უსმანე კამარა იყო გვინეის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი (2 მატჩი). ევროპული საკლუბო კარიერა შვედურ „ესკილსტუნაში“ 2018 წელს დაიწყო, საიდანაც ნორვეგიულ „ვალერენგაში“ 2019 წლის აგვისტოში გადავიდა. ის ქართულ კლუბში იჯარით თამაშობს.