უსმან დემბელეს „ნიუკასლმა“ ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა #1TVSPORT
უსმან დემბელეს „ნიუკასლმა“ ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდმა უსმან დემბელემ, შესაძლოა, კარიერა „ნიუკასლში“ გააგრძელოს. ეს ინფორმაცია Footmercato-მ გაავრცელა.

აღნიშნავენ, რომ ინგლისური კლუბი რამდენიმე თვეა აწარმოებს მოლაპარაკებებს დემბელეს წარმომადგენლებთან. ფრანგ ფეხბურთელს ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს წელიწადში 15-მილიონიანი ხელფასით.

დემბელეს მოქმედი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. „ნიუკასლი“ ფრანგის გაფორმებას ზაფხულში აპირებს თავისუფალი აგენტის სტატუსით.