უსმან დემბელე ტრავმის გამო 3-4 კვირას გამოტოვებს
უსმან დემბელე ტრავმის გამო 3-4 კვირას გამოტოვებს

„ბარსელონას“ ფრანგი ფორვარდისთვის უსმან დემბელესთვის ძალიან ცუდად მიმდინარეობს 2017-18 წლების სეზონი. ის ახლახანს დაუბრუნდა მოედანს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ და ისევ მოუწევს იძულებითი დასვენება.

დემბელემ მე-19 ტურში „სოსიედადის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო ბარძაყის ტრავმა და როგორც კატალონელთა ოფიციალური ვებგვერდი წერს, ფრანგი ვერ შეძლებს სამი-ოთხი კვირა თამაშს.
„დორტმუნდიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ, დემბელემ მხოლოდ ექვსი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე ორი საგოლე პასი მოდის.