უსმან დემბელე „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს #1TVSPORT

18:28, 06.11.2026

„პარი სენ-ჟერმენის“ ფრანგი თავდამსხმელი უსმან დემბელე კლუბთან თანამშრომლობას გააგრძელებს. ჟურნალისტ აბდელა ბულმას ინფორმაციით, მხარეებმა ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს და მხოლოდ ოფიციალური განცხადება დარჩა.

29 წლის ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შეთანხმება 2030 წლამდე იქნება გათვლილი, თუმცა კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.

დემბელე „პარი სენ-ჟერმენს“ 2023 წლის ზაფხულში „ბარსელონადან“ შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

ამასთან, აბდელა ბულმას ცნობით, პარიზული კლუბი ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზეც მუშაობს. მხარეთა პოზიციები ერთმანეთს უახლოვდება, ხოლო დეზირე დუესთან მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

მსგავსი