უსმან დემბელე „პარი სენ-ჟერმენს“ დაგეგმილზე ადრე შეუერთდება და შესაძლოა, უეფა-ს სუპერ თასზე ითამაშოს #1TVSPORT

19:34, 07.08.2026

უსმან დემბელემ შვებულების პერიოდი საკუთარი ინიციატივით შეამოკლა და საფრანგეთის დედაქალაქში მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდა, – ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

29 წლის ფეხბურთელის მიზანია, ოპტიმალურ სათამაშო კონდიციებში რაც შეიძლება მალე შევიდეს, რათა უეფა-ს სუპერთასზე იასპარეზოს და „პარი სენ-ჟერმენს“ 2026/27 წლების სეზონის სადებიუტო ტიტულის დაუფლებაში დაეხმაროს.

ევროპის სუპერთასის ფარგლებში პარიზული კლუბისა და „ასტონ ვილას“ დაპირისპირება 12 აგვისტოს, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში შედგება.

უსმან დემბელემ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა 18 ივლისს დაასრულა.

მსგავსი