უსმან დემბელე – ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესოა და ის „ოქროს ბურთს“ იმსახურებს #1TVSPORT

11:46, 19.09.2026

უსმან დემბელემ თანაგუნდელი ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ რეალურ კანდიდატად დაასახელა. ამ პრესტიჟული ჯილდოს მოქმედმა გამარჯვებულმა პსჟ-ში თავის თანაგუნდელს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ძალიან ბედნიერი ვიქნები, „ოქროს ბურთი“ რომ მიიღოს, რადგან ამას იმსახურებს. კვარამ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ჯილდოს სწორედ ამიტომ იმსახურებს“, – განაცხადა დემბელემ ლიგა 1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

თანაგუნდელის მისამართით საქებარი სიტყვები არც ხვიჩა კვარაცხელიამ დაიშურა: „უსმანი როგორც თამაშობს და გუნდს ეხმარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის წარმოუდგენელი ადამიანია და უბრალოდ, ძალიან გვიხარია, რომ პსჟ-შია“.

„ოქროს ბურთის დაჯილდოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.

მსგავსი