2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოგების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა უსმან დემბელემ პარიზულ კლუბს კონტრაქტის პირობების გაუმჯობესება თხოვა. ფეხბურთელის გარემოცვა ურჩევს მას ამისთვის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გამოიყენოს. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა L’Équipe-მა.
ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის გრძელდება მოლაპარაკებები პსჟ-ის სპორტულ მრჩეველს ლუიშ კამპუშსა და მუსა სისოკოს შორის, რომელიც დემბელეს ინტერესებს წარმოადგენს. დედაქალაქური კლუბი დაინტერესებულია დემბელესთან კონტრაქტის გაგრძელებით, რადგან აღიარებს, რომ ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელფასი არ შეესაბამება მის ახალ სტატუსს, მაგრამ, ამასთან, არ აპირებს ბიუჯეტის გაზრდას. გარდა ამისა, კლუბში მიაჩნიათ, დემბელეს მიერ „ოქროს ბურთის“ მოპოვება გუნდური მუშაობის შედეგია.
მიმდინარე ხელშეკრულების თანახმად, ფორვარდი გადასახადების გადახდის შემდეგ, წელიწადში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. კლუბში გამორიცხავენ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც დემბელეს ხელფასი მიუახლოვდება იმ თანხებს, რომელსაც ლიონელ მესი და ნეიმარი იღებდნენ პარიზული კარიერის დროს. ეს არის დაახლოებით 30 მილიონი ევრო წელიწადში გადასახადების გადახდის შემდეგ. პსჟ-ში არ სურთ დაუშვან ძველი შეცდომები და იძულებულნი არიან გაითვალისწინონ ფეირ-პლეის მოთხოვნები.