უსმან დემბელე – „ჩელსი“? „ბარსელონაში“ კარგად ვარ #1TVSPORT

14:37, 19.06.2022

„ბარსელონას“ გარემარბი უსმან დემბელე, შესაძლოა, კატალონურ კლუბში დარჩეს, მიუხედავად იმისა, რომ მალე მისი კონტრაქტი ამოიწურება და თავისუფალი აგენტი გახდება.

Actualite Barca-მ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უცნობი ეკითხება ფრანგ ფეხბურთელს სამომავლო გეგმების შესახებ.

– დარჩები „ბარსელონაში“?

– დიახ.

– და „ჩელსის“ მხრიდან ინტერესი?

– „ბარსელონაშიც“ კარგად ვგრძნობ თავს.

უსმან დემბელეს კონტრაქტს „ბარსელონასთან“ 30 ივნისს გასდის ვადა.

მსგავსი