უსმან დემბელე „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს #1TVSPORT
უსმან დემბელე „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ნახევარმცველს უსმან დემბელეს არ სურს კატალონურ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება.

როგორც Catalunya Radio ამტკიცებს, ფრანგი ფეხბურთელი განაწყენებულია „ბარსელონაზე“, რადგან შარშანდელი სატრანსფერო ფანჯრისას კლუბს დემბელეს გაყიდვა სერიოზულად ჰქონდა განზრახული. ფეხბურთელის კონტრაქტი „ბარსასთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

„ბარსელონა“ შეეცდება დაიყოლიოს 23 წლის დემბელე გუნდში დარჩენაზე. თუ კლუბი ამას ვერ მოახერხებს, ამ ზაფხულს ფეხბურთელს ტრანსფერზე დააყენებს, რათა 2022 წელს ის უფასოდ არ დაკარგონ.

დემბელეს მიმართ დაინტერესებას გამოთქვამენ „იუვენტუსი“ და „ლივერპული“.

ამ სეზონში ფრანგმა 25 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში, ხუთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.