უსმან დემბელე - არ არსებობს მიზეზი, პსჟ-თან კონტრაქტი არ გავაგრძელო #1TVSPORT
უსმან დემბელე - არ არსებობს მიზეზი, პსჟ-თან კონტრაქტი არ გავაგრძელო #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, უსმან დემბელემ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალის წინ ილაპარაკა პარიზულ კლუბთან კონტრაქტის სავარაუდო გაგრძელებაზე.

„არ არსებობს მიზეზი, რომ კონტრაქტი არ გავაგრძელო, მაგრამ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ. ჩემი კონტრაქტის განხილვა მიმდინარეობს კლუბსა და ჩემს აგენტს შორის. მე ამაში ჩემი კარიერის დასაწყისიდანვე არ ვმონაწილეობ“, – მოჰყავს დემბელეს სიტყვები გამოცემა RMC Sport-ს.

ფრანგის მოქმედი კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.