უსიკთან ბრძოლის შემდეგ, ჯოშუა საავადმყოფოში მოხვდა #1TVSPORT
უსიკთან ბრძოლის შემდეგ, ჯოშუა საავადმყოფოში მოხვდა #1TVSPORT

უკრაინელ ალექსანდრ უსიკთან წაგების შემდეგ, ბრიტანელი მოკრივე ენტონი ჯოშუა საავადმყოფოში მოხვდა.

როგორც თავად ჯოშუამ განაცხადა, მეცხრე რაუნდის შემდეგ, ის პრაქტიკულად ერთი თვალით ვერ ხედავდა, ამიტომაც ის საავადმყოფოში მიიყვანეს, რადგან ექიმებს თვალის ბუდის ძვლის მოტეხილობაზე ჰქონდათ ეჭვი.

„არ ვიცი გატეხილია თუ არა ძვალი, მაგრამ სურათი საკმაოდ მძიმეა. მან თქვა, რომ მეცხრე რაუნდის შემდეგ ცუდად ხედავდა. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ძალა საერთოდ აღარ ჰქონდა“, – განაცხადა ჯოშუას პრომოუტერმა ედი ჰირნმა.

შეგახსენებთ, რომ სუპერმძიმე წონაში საჩემპიონო შეხვედრა 12 რაუნდი გაგრძელდა და უსიკმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.