უსიკმა და ჯეიკ პოლმა შეიძლება MMA-ს წესებით იჩხუბონ #1TVSPORT
უსიკმა და ჯეიკ პოლმა შეიძლება MMA-ს წესებით იჩხუბონ #1TVSPORT

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის, ალექსანდრ უსიკის გუნდი მუშაობს მომდევნო ორთაბრძოლის ორგანიზებაზე და უკრაინელის ერთ-ერთი პოტენციური მოწინააღმდეგე შეიძლება გახდეს ამერიკელი ბლოგერი და მებრძოლი ჯეიკ პოლი. უსიკის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

საინტერესოა, რომ ლაპარაკია არა საკრივო ორთაბრძოლაზე, არამედ ბრძოლაზე MMA-ს წესებით. ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, ასეთი ფორმატი მომავალ დაპირისპირებას უფრო დამაინტრიგებელს გახდის: მიუხედავად უსიკის უპირატესობისა გამოცდილებასა და სტატუსში, შერეული ორთაბრძოლების წესები ათანაბრებს შანსებს. ჯეიკ პოლს უკვე აქვს გარკვეული გამოცდილება შერეულ ორთაბრძოლებში, მაშინ როცა უკრაინელს მოუწევს სწრაფად ადაპტირება. სავარაუდო ბრძოლა შეიძლება მომავალი წლის დასაწყისში გაიმართოს და ის გლობალური ინტერესის მასშტაბური შოუ გახდება.

უსიკმა 19 ივლისს „უემბლიზე“ ნოკაუტით დამაჯერებლად დაამარცხა დანიელ დუბუა და მეორედ გახდა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი. ამ ბრძოლის შემდეგ რინგზე ავიდა ჯეიკ პოლი – მან და უსიკმა მზერათა დუელი გამართეს, რითიც გაზარდეს ინტერესი მომავალი შესაძლო ორთაბრძოლისადმი.