უსიკისა და ჯოშუას მატჩ-რევანში 20 აგვისტოს გაიმართება #1TVSPORT
უსიკისა და ჯოშუას მატჩ-რევანში 20 აგვისტოს გაიმართება #1TVSPORT

სუპერმძიმე წონაში სატიტულო ორთაბრძოლა უკრაინელ ალექსანდრ უსიკსა და ბრიტანელ ენტონი ჯოშუას შორის 20 აგვისტოს საუდის არაბეთში გაიმართება. ამის შესახებ დაწერა პრომოუტერული კომპანიის Matchroom Boxing-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა.

ბრძოლას ქალაქი ჯიდა უმასპინძლებს. მოკრივეები იბრძოლებენ სუპერმძიმე წონაში WBA-ს, WBO-ის, IBF-სა და IBO-ის საჩემპიონო ქამრებისთვის. ეს ტიტულები უსიკმა გასული წლის სექტემბერში ჩამოართვა ჯოშუას, როცა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა ბრიტანელი.